მუხიანში, სკვერში საბავშვო ატრაქციონების არასწორად დამონტაჟების შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება - მერია

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მუხიანში, ნონეშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერში საბავშვო ატრაქციონები არასწორად დამონტაჟდა, რაც საზოგადოების დეზინფორმაციას ისახავს მიზნად, – ამის შესახებ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

„თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა აღნიშნული საბავშვო ატრაქციონები უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით დაამონტაჟა. აღნიშნულ სასრიალოს აქვს „EN 1176“ სერტიფიკატი და სამიდან 12 წლამდე ბავშვებისთვისაა გათვლილი. „EN 1176“ რეგულაცია ევროკავშირის ქვეყნების მიერ აღიარებული სტანდარტია სათამაშო მოედნებისა და სათამაშო აღჭურვილობისათვის. იგი განსაზღვრავს უსაფრთხოების ზოგად მოთხოვნებს და ტესტირების პროცედურებს სათამაშო მოედნების აღჭურვილობებისთვის.

მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, ნებისმიერი ინფორმაცია მერიის შესაბამის სამსახურთან გადაამოწმონ“, – აღნიშნულია განცხადებაში.