სამგორის რაიონში წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები გრძელდება - რა ეტაპზეა პროექტი

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამგორის რაიონის გამგეობა რაიონის მასშტაბით სხვადასხვა მისამართზე წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს.
ამ ეტაპისთვის, სამუშაოები ნაკადულის მე-3 გასასვლელში, ვ. გოგუაძის ქუჩასა და ამავე ქუჩის პირველ შესახვევში მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, ჯამში, 612 გრძივ მეტრამდე წყალარინების ქსელი მოეწყობა.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ექსპრეს კომპანია“ ახორციელებს, რისთვისაც რაიონის ბიუჯეტიდან 131 773 ლარია გათვალისწინებული.
სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად გაეცნო.