ინფორმაცია საყვარელი მამაკაცების წარსულზე

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ესპანეთის პოლიციამ გადაწყვიტა, სუსტი სქესის წარმომადგენლებს მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, იყვნენ თუ არა მათი პარტნიორები ოჯახური ძალადობის ფიგურანტები, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ავტომატური არ იქნება - პოლიციის ოფიცრებს მოუწევთ პოტენციური მსხვერპლების მოწყვლადობის ხარისხის შესწავლა და ძალადობის რისკის განსაზღვრა. გამონაკლისს მხოლოდ იმ ქალებისთვის დაუშვებენ, რომელთა მონაცემებიც გენდერული ძალადობის მსხვერპლთა ბაზაშია - ისინი პარტნიორების წარსულის შესახებ ინფორმაციას მოთხოვნისთანავე მიიღებენ. ასეთი გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ დემონსტრაციები გაიმართა. მხოლოდ გასული წლის დეკემბერში, საკუთარ პარტნიორებს 11 ქალი ემსხვერპლა.