ტკბილი სასმელების რეკლამას კრძალავენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სინგაპური მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც შაქრის მაღალი შემცველობის მქონე სასმელების რეკლამას აკრძალავს. მწარმოებლებს უფლება აღარ ექნებათ, საკუთარ პროდუქციას რეკლამა გაუკეთონ სატელევიზიო, ბეჭდურ და ინტერნეტ-მედიაში, ასევე, რადიოში. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ასეთი გადაწყვეტილება დიაბეტის წინააღმდეგ წამოწყებული ომის გამო მიიღეს. აკრძალვის ქვეშ მოექცევა წვენები, უალკოჰოლო სასმელები, იოგურტები და ხსნადი ყავა. გარდა რეკლამის აკრძალვისა, სამინისტრო ტკბილი სასმელების მწარმოებლებს დაავალდებულებს, საკუთარ პროდუქტზე, შაქრის შემცველობის შესახებ ფერადი ეტიკეტი განათავსონ. ჩინონიკების თქმით, უახლოესი თვეების განმავლობაში მომხმარებლების გამოხმაურებას დააკვირდებიან. მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტს ჯანდაცვის უწყება, ზუსტად როდიდან შევა კანონი ძალაში.