არქიპელაგზე ცხოვრებისთვის ფულს გადაუხდიან

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ორ მცირედ დასახლებულ არქიპელაგზე საცხოვრებლად გადასვლისთვის, შოტლანდიის ხელისუფლება მსურველებს 60 ათას ევროს გადაუხდის. ამ წინადადებით სარგებლობა ნებისმიერი ეროვნების 100 ოჯახს შეუძლია. ქვეყნის ხელისუფლება ამ გზით ცდილობს, ადგილობრივი მოსახლეობის რაოდენობის გაზრდას. პირველი მსურველების კომპენსაციას რამდენიმე კვირაში მიიღებენ. წინადადებამ, როგორც ჩანს, ბევრი ადამიანი დააინტერესა, რადგან არქიპელაგზე ცხოვრების სურვილი ბევრმა გამოთქვა, მათ შორის, სამხრეთ ამერიკის მცხოვრებლებმაც კი.