სტუდენტობის ოცნება ვერ აისრულა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩინეთში მცხოვრები 55 წლის მამაკაცი, თითქმის 40 წელია, სიჩუაის უნივერსიტეტში მოხვედრას ცდილობს - ეს მისი ბავშვობის ოცნებაა. 26-ჯერ მცდელობის მიუხედავად, მან ვერც ერთხელ შეძლო გამსვლელი ქულების მოგროვება.უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრა ლიან შიმ ჯერ კიდევ 1983 წელს სცადა. მას შემდეგ, ის ყოველწლიურად აბარებდა გამოცდებს, ვიდრე ქვეყანაში ახალი კანონი არ ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც, უნივერსიტეტში ჩაბარება მხოლოდ 25 წლამდე ასაკის პირებს შეეძლოთ. 2001 წელს, ეს კანონი გაუქმდა და მამაკაცმა კვლავ გააგრძელა სტუდენტად გახდომის მცდელობები.მას თავიდან საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლა სურდა, თუმცა მერე მიხვდა, რომ ჰუმანიტარულზე ჩაბარება უფრო ადვილი იყო. შარშანაც, ლიან შიმ 750-დან 403 ქულა მოაგროვა, გამსვლელი კი 521 ქულაა. აღსანიშნავია, რომ გამოცდების ჩაბარებისგან თავისუფალ დროს, მამაკაცი ქალაქ ჩენდუში, სამშენებლო მასალების მწარმოებელ კომპანიას ხელმძღვანელობს.