ბროწეული კიბოს უჯრედებს ებრძვის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სწავლულები აცხადებენ, რომ ახალი ბროწეული ან მისი წვენი ანტიოქსიდანტური ნივთიერებების მდიდარი საბადოა, რომელიც ეფექტიანად ებრძვის ანთებით პროცესებს. სწორედ ეს ანთებითი პროცესები ახდენენ გავლენას ორგანიზმში უჯრედების საშიშ ტრანსფორმაციაზე, რომლის შედეგადაც, ხშირად ავთვისებიანი სიმსივნე ყალიბდება. ბროწეულის წვენში არსებული ნივთიერებები აფერხებენ კიბოს უჯედების გამრავლების პროცესს, ზოგიერთ შემთხვევაში კი მათ სიკვდილსაც იწვევენ, - აცხადებენ მკვლევარები. მათი თქმით, ბროწეულში არსებული ნაერთები ებრძვიან ანთებით პროცესებს კუჭში და ასევე, პირის ღრუში. გარდა ამისა, ისინი ეფექტიანად მოქმედებენ სახსრების ანთებითი პროცესების შემცირებაზე და ამგვარად, სასარგებლოა ართრიტის პროფილაქტიკისთვის.