ვერტიკალური ფერმები ზაფრანასთვის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ქალაქ შარჯაში, კომპანია Veggitech-მა, მსოფლიოში ყველაზე ძვირი სანელებლის, ზაფრანას მოყვანა ულტრათანამედროვე, ვერტიკალურ ფერმებში გადაწყვიტა. მცენარის მოყვანის სამეწარმეო ციკლი სამ თვეს გრძელდება - აგვისტოდან ნოემბრამდე, რის შემდეგაც ზაფრანას ბოლქვები სათბურში გადადის, შემდგომ ცხრა თვეს კი ფერმებში ეგზოტიკური სოკო მოჰყავთ. ჭკვიანი ფერმა საშუალებას იძლევა, უფრო ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა კულტურები მოიყვანონ, ყოველგვარი სასუქისა და პესტიციდების გარეშე. ვერტიკალურ ფერმებს მიწაც ნაკლები სჭირდება და წყალსაც მინიმალური რაოდენობით მოიხმარს. კომპანიაში დარწმუნებულნი არიან, რომ ასეთი მიდგომით, საემიროების სასურსათო უსაფრთხოებას გაზრდიან და მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სუნელის ფასიც საგრძნობლად შემცირდება.