გულის დაავადებებს ხმით ამოიცნობენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აშშ-ს მეიოს კლინიკის მკვლევარები ვარაუდობენ, რომ გულსისხლძარღვთა დაავადების მქონე პირებში, გულის შეტევის რისკის ამოცნობა მათი ლაპარაკის მიხედვით შეიძლება. საუბარია კომპიუტერულ ალგორითმზე, რომელიც პაციენტების ხმების ჩანაწერის მიხედვით გამოთვლის, ვინ არის უფრო სერიოზული რისკქვეშ. ალორითმმა გააანალიზა ადამიანის ხმის 80-ზე მეტი მაჩვენებელი, მათ შორის, სიმაღლე, ინტონაცია, ცვლილებები სიხშირესა და ტონში - ისიც კი, რაც ადამიანის ყურისთვის შეუმჩნეველია. რა გავლენას ახდენს გულის მდგომარეობა ხმაზე, სწავლულებს ჯერ არ დაუდგენიათ, თუმცა მათი ვარაუდით, ეს ნერვულ სისტემას უკავშირდება. კვლევისას მედიკოსებმა, 108 პაციენტს, რომელთა ასაკი 60 წლის ფარგლებში იყო და სავარაუდოდ, გულის იშემიური დაავადება ჰქონდათ, სმარტფონზე სამი პატარა ხმოვანი ჩანაწერის გაკეთება სთხოვეს. თითოეული ჩანაწერი ალგორითმმა შეამოწმა და მაღალი რისკქვეშ მყოფები გამოავლინა. ამ პაციენტებზე კიდევ ორი წლის დაკვირვების შედეგად გაირკვა, რომ ალგორითმით მონიშნული პაციენტების 60%, ამ ორი წლის განმავლობაში, გულის შეტევით მოხვდა კლინიკაში.