მოწევა დნმ-ს ცვლის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მკვლევარებმა გაარკვიეს, რომ მოწევა ადამიანის დნმ-ის სტრუქტურას ცვლის და დარღვევების ნაწილი მას შემდეგაც არ აღდგება, როდესაც ნიკოტინზე უარს ამბობს. სწავლულებმა დაადგინეს, რომ მოწევა გავლენას ახდენს მეთილირების - დნმ-ის მოლეკულის ცვლილების პროცესზე, რასაც შეუძლია ჩაახშოს გენების აქტიურობა ან გავლენა მოახდინოს მათ ფუნქციაზე. ასეთი შეფერხება ხშირად იწვევს კიბოს, გულის დაავადებებს და ჯანმრთელობის სხვა, სერიოზულ პრობლემებს. მოწევის შედეგები შესაძლოა აისახოს მოლეკულურ მექანიზმებზე 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. მკვლევარებმა 16 ათასი ადამიანის სისხლის ნიმუშები შეისწავლეს, რომლებიც ადრე მონაწილეობდნენ სხვადასხვა კვლევებში. აღმოჩნდა, რომ მწეველებში შეიცვალა მეთილირების პროცესი და ამან გავლენა მოახდინა 7 ათას გენზე ანუ მეცნიერებისთვის ცნობილი ადამიანის გენების მესამედზე. თუ ადამიანი ნიკოტინს თავს ანებებდა, გენების უმრავლესობა ნორმაში მოდიოდა, დაახლოებით, ხუთი წლის შემდეგ, მაგრამ 19 გენში მომხდარი ცვლილება, მათ შორის, ლიმფომას წარმოქმნასთან დაკავშირებულისა, არ შეიცვალა 30 წლის შემდეგაც კი. სტატისტიკური მონაცემებით, ყოველწლიურად, მოწევით პროვოცირებული დაავადებებით, მსოფლიოში 6 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება.