adidas - ის ყურსასმენები მზის ენერგიაზე მუშაობს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ცნობილმა გერმანულმა ბრენდმა adidas-მა, უკაბელო ყურსასმენები - RPT-02 SOL წარადგინა. ახალი მოდელის მთავარი მახასიათებელი მზის პანელია, რომელიც მოწყობილობის ელემენტის ხანგრძლივობას ზრდის. თავად მზის ბატარეა ყურსასმენებისთვის შვედურმა კომპანია Exeger-მა დაამზადა. მას ენერგიის შევსება არა მხოლოდ კაშკასა მზისგან, არამედ, ხელოვნური განათებითაც შეუძლია. თუმცა გაჯეტს, ჩვეულებრივ, ელექტროქსელის საშუალებით დასამუხტი სტანდარტული კაბელიც აქვს. როგორც მწარმოებელი აცხადებს, ყურსასმენების ელემენტების ხანგრძლივობა, მუსიკის მოსმენის დროს, 80 საათია. ახალი პროდუქტი გაყიდვაში მალე ჩაეშვება და მისი ფასი 229 დოლარი იქნება. აღსანიშნავია, რომ აქამდე მზისპანელებიანი უკაბელო ყურსასმენი შვედურმა კომპანიამ - Urbanista წარადგინა.