ამერიკა - დიდმკერდიანი ქალების ქვეყანა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ყველაფრის გამომკვლევმა ბრიტანელმა სწავლულებმა ახლა სუსტი სქესის წარმომადგენლების მკერდის ზომებისთვისაც მოიცალეს და გამოიკვლიეს, მსოფლიოს რომელ წერტილში ცხოვრობენ ყველაზე დიდმკერდიანი მანდილოსნები. საამისოდ მათ მოაგროვეს და გააანალიზეს 108 ქვეყნის წარმომადგენელი, 28-30 წლის 400 ათასი ქალის ბიუსტის ზომების მონაცემები. კვლევის ავტორები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგნელთა მკერდის მოცულობა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. აღმოჩნდა, რომ ყველაზე დიდი ბიუსტის მქონენი ევროპული წარმოშობის ამერიკელი ქალბატონები არიან. რეიტინგში მეორე ადგილზე ჩრდილოამერიკელი მანდილოსნები - კანადელები გავიდნენ, საპატიო მესამე საფეხურზე კი - აშშ-ის წარმომადგენლები, ოღონდ არაევროპელები. დიდმკერდიანი ქალების ქვეყნების ათეულში შევიდნენ, ასევე, ირლანდია, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, კოლუმბია, ისლანდია და ვენესუელა. ყველაზე მცირე ზომის მკერდის მქონე ქალებს კი ფილიპინებზე, მალაიზიაში, ბანგლადეშში, სამოასა და სოლომონის კუნძულებზე შეხვდებით.