ფილმს ღია კოსმოსში გადაიღებენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პოპულარული ჰოლივუდელი მსახიობი ტომ კრუზი შეასრულებს მთავარ როლს რეჟისორ დუგ ლიმანის ფილმში, რომლის გადაღებებიც ღია კოსმოსში შედგება. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, მსახიობი რაკეტის მეშვეობით მოხვდება. ფილმის ძირითად ნაწილს დედამიწაზე გადაიღებენ, კრუზის გმირი კი კოსმოსში „ვითარების გადასარჩენად“ გაემგზავრება. ასე რომ, ამერიკელი მსახიობი პირველი სამოქალაქო პირი იქნება, რომელიც საერთაშორისო სადგურის გარეთ, ღია კოსმოსში გავა.