ვენახებს იხვები იცავენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, კეიპტაუნის მახლობლად მდებარე ვენახებს, ყოველდღიურად, 1500-ზე მეტი იხვი იცავს. საუბარია იხვების განსაკუთრებულ ჯიშზე, რომელსაც ინდურ მორბენალს უწოდებენ. ეს სახეობა არ დაფრინავს, სიარულისას, სხეული ვერტიკალურად უჭირავს, როგორც პინგვინს და თანაც, განსაკუთრებულად მახვილი ყნოსვა აქვს. ამ ყნოსვის წყალობით, ეს ფრინველი-პატრული ვენახებს ლოკოკინებისგან, ჭია-მატლებისა და ხოჭოებისგან ასუფთავებს. მავნებლების ჭამის გარდა, იხვები ნიადაგსაც ანოყიერებენ. ვენახების მფლობელები ამაყობენ ამ იხვებით და მათ ვენახის ჯარისკაცებს უწოდებენ.