ქალმა საკუთარ კატაზე იქორწინა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბრიტანული გამოცემა „მეტროს“ ინფორმაციით, ნისლიანი ალბიონის დედაქალაქში, ქალი საკუთარ კატაზე დაქორწინდა. ცნობილია, რომ 49 წლის დებორა ჰოჯი და მისი საყვარელი შინაური ცხოველი ინდია ქალის მეგობარმა „შეაუღლა“. დებორა ამბობს, რომ მის უჩვეულო საქციელს ლოგიკური ახსნა აქვს - წლების განმავლობაში, ის სხვადასხვა ბინაში ცხოვრობდა, რომელთა მფლობელებიც სახლში შინაური ცხოველების შეშვების წინააღმდეგნი იყვნენ. ამის გამო, მას ორი ძაღლისა და ერთი კატის გაჩუქება მოუწია. ქალბატონი ჰოჯი მიიჩნევს, რომ ინდიასთან „ქორწინება“ მის მომავალ ბინათმფლობელებს დაარწმუნებს იმაში, რომ ქალსა და კატას შორის ძლიერი კავშირია და მათი დაშორება არ შეიძლება.