უორჰოლის „მერლინი“ აუქციონზე გაყიდეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ცნობილი მხატვრის, ენდი უორჰოლის მიერ შესრულებული მერლინ მონროს პორტრეტი Christie’s აუქციონზე რეკორდულ ფასად - 195 მილიონ დოლარად გაიყიდა. როგორც მედიაში წერენ, ეს მე-20 საუკუნეში შექმნილი და აქუციონზე გაყიდული ნამუშევრისთვის მართლაც წარმოუდგენელი ფასია. ცნობილია, რომ უორჰოლმა ლეგენდარული მსახიობის პორტრეტი გასული საუკუნის 60-იან წლებში შექმნა და მას „ცისფერი მერლინი“ უწოდა. აუქციონის ორგანიზატორები ვარაუდობდნენ, რომ წარმოდგენილი ლოტი, დაახლოებით, 200 მილიონ დოლარად გაიყიდებოდა. როგორც ჩანს, მათი ვარაუდები გამართლდა.