მექანიკური ბალიში დაგამშვიდებთ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თუკი ადრე აფორიაქებული და აღელვებული ადამიანი დამშვიდებას ახლობელთან ჩახუტებით ცდილობდა, ამჟამად, პანდემიის გამო, ამგვარ ქმედებას ერიდება. თუმცა, გამოსავალი აქაც გამოჩნდა - ახლა მექანიკურ „სუნთქვის ბალიშს“ ჩავეხუტებით და შფოთვაც შეგვიმსუბუქდება. იფიქრებთ, რომ ბალიში ადამიანს ვერ ჩაანაცვლებს, მაგრამ როცა მის „სუნთქვას“ იგრძნობთ, წარმოდგენა ნამდვილად შეგეცვლებათ. ამ მექანიკური ბალიშის ავტორები ბრისტოლის უნივერსიტეტის სწავლულები არიან. სასურველი ეფექტი რომ მიეღოთ, რათა ჩახუტება ადამიანისას მეტად დამსგავსებოდა, გულისცემა და კონკრეტული ხმების დამატებაც სცადეს, თუმცა ყველაზე ეფექტური მაინც „სუნთქვა“ გამოდგა. მოხალისეებზე ჩატარებული ცდებით დაადგინეს, რომ ბალიშთან ჩახუტება ადამიანებს მეტად ამშვიდებდა.