მწერებიან პურს ჰყიდიან

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

Roberts Bakery პირველი საცხობია დიდ ბრიტანეთში, რომელიც პურს მწერების გამოყენებით აცხობს. ორგანული პურის პარტია, რომელსაც Crunchy Cricket უწოდეს, კალიებისგან დამზადებული ფქვილით გამოაცხვეს. თითოეული პური, დაახლოებით, 336 კალიას შეიცავს, რომელიც გაახმეს, დააქუცმაცეს, ფქვილად აქციეს და პურის ფქვილს შეურიეს. ახალი პური უფრო მეტ ცილას შეიცავს, ვიდრე ჩვეულებრივი და ასევე, უფრო ეკოლოგიურიცაა. რაც მთავარია, ახალი, მწერებიანი პური შესანიშნავი მეთოდია, ადამიანი მწერებისგან დამზადებულ საკვებს შეეჩვიოს.