მუზეუმის ბილეთები - ეკოლოგიურობისთვის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, სპეციალური სერვისი - აპლიკაცია ამოქმედდება. აპლიკაცია დაითვლის არწარმოქმნილ CO2-ს და მომხმარებელს ქალაქის მუზეუმისა და თეატრის ბილეთებს  აჩუქებს. აპლიკაცია ჩულტურე თოკენ, შეუძლია ნებისმიერმა მსურველმა ჩამოტვირთოს და დარეგისტრირდეს. სერვისი თვალს მიადევნებს მფლობელის გადაადგილებას და დაითვლის, რამდენი კილომეტრი გაიარა ფეხით, ველისოპედით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ყოველ 20 კილომეტრზე, რომელსაც მომხმარებელი გაივლის პირადი ავტომობილის გარეშე, ერთი ქულა ჩაირიცხება, ქულებს კი ბილეთებზე გადაცვლიან - ერთი ქულა, ერთი ბილეთი. დღეისთვის, ამ პროგრამის პარტნიორები არიან თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი კუნსჰალში, ვენის მუზეუმი, ვენის სახალხო თეატრი და კლასიკური მუსიკის ცენტრი კონცერტჰაუსი.