წონაში დასაკლებად მზეს ეფიცხებიან

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მზით ტკბობა - ახალი უცნაური ტენდენციაა წონაში დასაკლებად, რომელსაც ჰონგ-კონგელი მანდილოსნები აქტიურად იყენებენ. ისინი დგანან და მზეს უყურებენ იმ იმედით, რომ ზედმეტ კილოგრამებს ასეთი ჯადოსნური მეთოდით მოიშორებენ. თერაპია, რომელიც, სავარაუდოდ, ევროპული წარმოშობისაა, იმაში მდგომარეობს, რომ საკმაო რაოდენობის მზის ენერგია უნდა მიიღონ, რაც მათ რეალურ საკვებს, კალორიებს შეუცვლის. გოგონები, რომლებმაც ეს უცნაური დიეტა აირჩიეს, იმედოვნებენ, რომ თუ მზეს დიდხანს უყურებენ, ადვილად გამოტოვებენ მორიგი საკვების მიღებას. ისინი დილას ან მზის ჩასვლისას გადიან პლაჟზე, იხდიან ფეხზე, ტელეფონზე აყენებენ დროს, იკეთებენ მზის სათვალეს და პირდაპირ მზეს მიაშტერდებიან. ზოგიერთი იმასაც  ამტკიცებს, რომ ეს თერაპია არა მხოლოდ ახდუნებს, არამედ, ზოგადად, ჯანმრთელობისთვისაა სასარგებლო.