ბერლუსკონი კიდევ ერთხელ დაქორწინდა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, 85 წლის სილვიო ბერლუსკონი კიდევ ერთხელ დაქორწინდა. ამჯერად, მისი რჩეული პარლამენტის 32 წლის დეპუტატი, მარტა ფაშინა გახდა. აღსანიშნავია, რომ უკვე ორი წელია, წყვილი ერთად ცხოვრობს. მარტა ბერლუსკონისთან საცხოვრებლად მაშინ გადავიდა, როცა ექს-პრემიერს 34 წლის ფრანჩესკა პასკალესთან ჯერ კიდევ ჰქონდა ურთიერთობა, რომელიც 9 წელი გრძელდებოდა. სკანდალებით ცნობილმა პრემიერმა და დეპუტატმა სიმბოლური ქორწილი გადაიხადეს და ქორწინების ფიცი დადეს. ოფიციალური ცერემონიის წინაღმდეგი ბერლუსკონის შვილები იყვნენ, რადგან მამის გარდაცვალების შემდეგ, მარტას მემკვიდრეობიდან სოლიდური თანხის მიღება შეუძლია. ქორწილი ლეზმოს კომუნაში, ისტორიულ ვილაზე შედგა. პატარძალს ანტონიო რივას მდიდრული საქორწინო კაბა ეცვა - ოთხმეტრიანი შლეიფით, სიძე კი არმანის ლურჯ პიჯაკში იყო გამოწყობილი. იტალიური მედიის ცნობით, ცერემონია ცნობილმა დიზაინერებმა გააფორმეს, ქორწილს ექს-პრემიერის შვილებიც ესწრებოდნენ.