მარიხუანა გენეტიკურ კოდს ცვლის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კანაბისის მთავარ ფსიქოაქტიურ კომპონენტს, ტეტრაჰიდროკანაბინოლს შეუძლია სპერმა შეცვალოს. ეს სპეციალისტების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურეს. მარიხუანას მოხმარება გენების ექსპრესიაზე ახდენს გავლენას და დნმ-ში სტრუქტურულ და რეგულაციურ ცვლილებებს იწვევს. კვლევებით ისიც დადასტურდა, რომ რაც უფრო მაღალია ტეტრაჰიდროკანაბინოლის კონცენტრაცია მამაკაცის შარდში, მით უფრო მეტადაა გამოხატული ცვლილებები სპერმაში. ასე რომ, მარიხუანას მოხმარება მამაკაცის რეპროდუქტიული ჯანმრთელობისთვის „ნულოვანი“ სულაც არ არის. მკვლევარებისთვის ჯერჯერობით უცნობია, რა გავლენას ახდენს ასეთი ცვლილელები ბავშვზე და არც ისაა არის ცნობილი, შეუძლია თუ არა ასეთ სპერმას კვერცხუჯრედის განაყოფიერება.