სპრეი დეპრესიის სამკურნალოდ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკელმა სწავლულებმა ცხვირში შესასხურებელი სპრეი შექმნეს, რომელიც სუიციდური მიდრეკილებების მქონე პაციენტებში კლინიკური დეპრესიის მკურნალობისთვის გამოიყენება. სიახლის ავტორია კომპანია Johnson & Johnson. მედიის მონაცემებით, თუკი ამ სპრეის შესაბამისი ორგანოები დაამტკიცებენ, ბოლო 50 წლის განმავლობაში, ის პირველი ანტიდეპრესანტი იქნება, რომელიც ახალი პრინციპით იმოქმედებს. ჯერჯერობით კი, ახალი პრეპარატის გარშემო, სპეციალისტები დისკუსიას აგრძელებენ - მედიკოსებმა სპრეის მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები გამოავლინეს. სტატისტიკის მიხედვით, მთელ მსოფლიოში 300 მილიონზე მეტი ადამიანი იტანჯება კლინიკური დეპრესიით.