კიბოს წამალს კვერცხიდან მიიღებენ?

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შოტლანდიელმა სწავლულებმა გენმოდიფიცირებული ქათმების ახალი ჯიში გამოიყვანეს, რომლებიც კვერცხს დადებენ ადამიანის ცილით. მათგან კი შემდგომ დაამზადებენ წამლებს ართრიტის, ვირუსებისა და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. მკვლევარებმა აღმოაჩინეს გენი, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ცილის გამომუშვებაზეა პასუხისმგებელი და მისი ელემენტები გადანერგეს წიწილების დნმ-ში. ამ გენსგან გაზრდილი ქათმები კი უკვე დადებენ კვერცხს, რომლის შემადგენლობაშიც საჭირო ცილა იქნება. ასეთი ფრინველების პირველი პარტია უკვე გამოყვანილია. სწავლულების თქმით, კვერცხისგან მიღებული პრეპარატები 100-ჯერ უფრო იაფი დაჯდება, ვიდრე ლაბორატორიებში სინთეზირებული. ასე რომ, ვირუსებისა და კიბოს საწინააღმდეგო წამლები, შესაძლოა, გაცილებით გაიაფდეს.