ქალიშვილი სოციალური ქსელით გაყიდეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

21-ე საუკუნეში მივეჩვიეთ, რომ ჩვენს გარშემო ცივილიზებული და კულტურული სამყაროა. თუმცა, ზოგჯერ ისეთი ფაქტის მოწმენიც ვხდებით, რომ გაოცება, აღშფოთება და შიში ერთდროულად გვეუფლება. ცოტა ხნის წინ, ერთი ასეთი ისტორია სუდანში მოხდა. ქვეყნის სამხრეთში მცხოვრებმა ოჯახმა, სოციალურ ქსელ Facebook-ში, აუქციონი მოაწყო და გასაყიდად საკუთარი, 17 წლის ქალიშვილი გამოიყვანა. ამ უჩვეულო ლოტის დასაუფლებლად, ერთმანეთს ექვსი მამაკაცი ეცილებოდა, მათ შორის, ერთ-ერთი მაღალჩინოსანიც. მან ოჯახს, გოგონას ნაცვლად, 250 ძროხა შესთავაზა, თუმცა ასეთი „შთამბეჭდავი“ ფასის მიუხედავად, ქალიშვილი უფრო გულუხვ მყიდველს, კოკი ალატს ერგო. ამ უკანასკნელმა საცოლეში 500 ძროხა, დამატებით 3 ავტომობილი და 7.5 ათასი ევროც გადაიხადა. აღსანიშნავია ისიც, რომ ალატს უკვე ჰყავს 9 ცოლი.