„ჭკვიანი“ შპრიცი შექმნეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ახალი შპრიცი, რომელიც ამერიკელმა სპეციალისტებმა შექმნეს, ჰარვარდის სამედიცინო სკოლიდან, დელიკატურ ამოცანას დამოუკიდებლად უმკლავდება. ის თავად განსაზღვრავს ინექციის სიღრმეს და წამლის რაოდენობასაც.

„ჩვეულებრივი შპრიცის გამოყენება და ინექციისთვის საჭირო ადგილის განსაზღვრა საკმაოდ რთული პროცესია და მაღალ კვალიფიკაციას მოითხოვს. ჩვენი სიახლე კი უფრო ზუსტია და გამოსაყენებლადაც უმარტივესია“, - აცხადებენ სპეციალისტები.

ახალ შპრიცს I2T2 უწოდეს. აღსანიშნავია, რომ ის არა მხოლოდ მექანიკური დეტალებისგან შედგება, რომელსაც ჩვეულებრივ შპრიცში იყენებენ, არამედ, თავად ნემსსაც კი არ განუცდია არავითარი ცვლილება. ახალი მოწყობილობა ორგანიზმიდან ამოღებულ ქსოვილებზე გამოსცადეს, ასევე ცოცხალ ცხოველებზეც. აღმოჩნდა, რომ I2T2 ეფექტურად უმკლავდება ინექციებს რთულ ადგილებშიც. აღსანიშნავია, რომ „ჭკვიანი“ შპრიცით არა მხოლოდ წამლის, არამედ, ღეროვანი უჯრედების შეყვანაც შესაძლებელია.