ყველაზე ბედნიერები ისევ ფინელები არიან

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ეს სკანდინავიური ქვეყანა, უკვე ზედიზედ მეხუთე წელია, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში, ლიდერის პოზიციას იკავებს. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ჭორლდ Happiness Report-ში, ბედნიერ ათეულში მოხვდნენ დანია, ისლანდია, შვეიცარია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, შვედეთი, ნორვეგია, ისრაელი და ახალი ზელანდია. აშშ-მა, ამჯერად, მე-16 პოზიცია დაიკავა, დიდი ბრიტანეთი მე-17 ადგილზეა, მე-20 ადგილი ხვდა საფრანგეთს. სამწუხაროდ, საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ბოლო ადგილზეა, რეიტინგში კი 105-ე ადგილს იკავებს. სიის ბოლო ადგილებზე არიან ავღანეთი და ლიბანი.