ყველი ქოლესტერინს არეგულირებს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჯანმრთელობის ამერიკული აკადემიის სპეციალისტები აცხადებენ, რომ ყველს ადამიანის ორგანიზმისთვის საკმაოდ ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. მათი მონაცემებით, ყველს სისხლში ქოლესტერინის დონის კონტროლი შეუძლია. გარდა ამისა, ყველი დიდი რაოდნეობით სასარგებლო ცხიმებს შეიცავს. სწავლულებმა რამდენიმე ექსპერიმენტი ჩაატარეს იმის გასარკვევად, როგორ მოქმედებს ყველის მოხმარება ორგანიზმზე. კვლევაში, დაახლოებით, 150 მოხალისე მონაწილეობდა. მათ ნახევარს ყოვლდღიურად 100 გრამ ამ პროდუქტს ალევდნენ, მეორე ჯგუფს კი ორი თვის განმავლობაში საერთოდ აუკრძალეს რძის ნაწარმი. აღმოჩნდა, რომ ის მოხალისეები, რომლებიც ყველს მიირთმევდნენ, გაცილებით უფრო მხნედ და უკეთ გრძნობდნენ თავს. მეტიც, სისხლში ქოლესტერინის მაჩვენებელიც კი მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდათ.