როგორ გავითეთროთ კბილები

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სტომატოლოგები მოგვიწოდებენ, ხშირად მივირთვათ შავი შოკოლადი, მარწყვი და დავლიოთ მწვანე ჩაი. ეს პროდუქტების საუკეთესო ნაკრებია საუზმისთვის, თუკი გსურთ, კბილები თეთრი გქონდეთ. აღმოჩნდა, რომ ამ პროდუქტებს შეუძლიათ კბილის ნადებისგან გათავისუფლება, რომელიც ღამით წარმოიქმნება. შოკოლადი შეიცავს თეობრომინს - ნაერთს, რომელიც კბილის ემალს ამაგრებს. აღსანიშნავია, რომ რძიანი შოკოლადი ასე არ მოქმედებს - პირიქით, რძისა და შაქრის გამო, პირიდან უსიამოვნო სუნის გაჩენას უწყობს ხელს. მწვანე ჩაი მდიდარია ვიტამინებით. ისინი არ აძლევენ ბაქტერიებს საშუალებას, მიეწებონ კბილებს ანუ ნარჩუნდება ფერი და სუფთა ამონასუნთქი. ამასთან, ჩაი მდიდარია პოლიფენოლებით, რომლებიც ანადგურებენ ბაქტერიებსა და მჟავიანობას, ზრდის ფტორის კონცენტრაციას პირის ღრუში. მარწყვი ვაშლის ძმარს შეიცავს. ისიც წმენდს კბილებს. ამ პროდუქტების გარდა, სწავლულების თქმით, სასარგებლოა ყველიც.