მონეტა ძველი ვისკით გამოუშვეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პოლონურმა კომპანიამ Lux Coin, რომელიც სამახსოვრო მონეტებს უშვებს, ექსკლუზიური ნამუშევარი წარადგინა. ესაა ოქროს მონეტა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძველი ვისკის წვეთს შეიცავს. საუბარია 1862 წლის Old Vatted Glenlivet-ზე. აღსანიშნავია, რომ მონეტა არა მხოლოდ ხელოვნების ნიმუშია, არამედ, კუნძულოვანი სახელმწიფო ტუვალუს საგადასახდო საშუალებაცაა. მისი შემკვეთიც, სწორედ ტუვალუს მთავრობაა. მონეტის ცენტრში ჰერმეტული კაფსულაა მოთავსებული, უძველესი ვისკის წვეთით. ის 57 გრამი სუფთა ოქროსგანაა დამზადებული და მასზე სასმელის დამზადების პროცესია ასახული. მთლიანობაში, 300 ასეთი მონეტა მოიჭრა, თითოეულის ღირებულება კი 9 240 დოლარია.