ბიჭის გასაჩენად შუბლი გაიხვრიტა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პაკისტანის ქალაქ პეშავარში მცხოვრებ ფეხმძიმე ქალს ისე ძალიან უნდოდა ბიჭის გაჩენა, რომ დასახმარებლად ექიმბაშს მიმართა. მან კი ორსულს ამისთვის შუბლში ლურსმნის დაჭედება ურჩია. როგორც ადგილობრივი გაზეთი წერს, სასოწარკვეთილი ქალი ამ წინადადებას დათანხმდა, რადგან მეოთხედაც გოგონაზე დაფეხმძიმდა. ქმარს კი ბიჭი უნდოდა და თუ ასე არ მოხდებოდა, მას მიტოვებით ემუქრებოდა. ექიმბაშმა ორსულს ამულეტი, ლოცვები და ლურსმანი მისცა, რომელიც მას თავში უნდა გაერჭო. სახლში მისულმა ქალმა „მკურნალის“ დარიგება სიტყვა-სიტყვით შეასრულა. ახლობლებმა ის სისხლის გუბეში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსების თქმით, ლურსმანი ღრმად იყო ჩარჭობილი თავის ქალაში. დაზარალებული არ აღიარებს, დაეხმარა თუ არა ვინმე ამ საშიში პროცედურის ჩატარებაში, ექიმბაშს კი პოლიცია ეძებს.