ტეილორ სვიფტის შემოქმედებას უნივერსიტეტში ასწავლიან

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ისტორიაში პირველად, ამერიკელი მომღერლის, ტეილორ სვიფტის შემოქმედების შემსწავლელი კურსი გაიხსნა. ამის შესახებ ერთ-ერთი ადგილობრივი გამოცემა წერს. Variety-ის ინფორმაციით, ლექციებს ჟურნალ Rolling Stone-ის რედაქტორი, ბრეტანი სპენოსი კითხულობს. კურსი იანვარში დაიწყო და ის მარტის შუა რიცხვებამდე გასტანს. სტუდენტები მოისმენენ ტეილორ სვიფტის, როგორც მუსიკოსის ევოლუციას, პოპისა და ქანთრის ჟანრების თავისებურებებს, მომღერლის თაყვანისმცემელთა სუბკულტურის ფორმირებასა და სხვა საკითხებს.