„სმარტფონი“ მეხსიერებას აქვეითებს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ასეთ განცხადებას ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის სწავლულები აკეთებენ. ადამიანებმა გაჯეტებს უამრავი ფუნქცია გადააბარეს. ეს კოგნიტური რესურსების გამოთავისუფლების საშუალებას იძლევა, მაგრამ ნეგატიურად მოქმედებს დეტალების დამახსოვრების უნარზე, - აცხადებენ მკვლევარები. მაგალითად, მძღოლები, რომლებიც GPS-ნავიგატორებით სარგებლობენ, ცუდად იმახსოვრებდნენ მგზავრობისას გზას და მისი გამეორება გაჯეტის დახმარების გარეშე არ შეეძლოთ. ანდა იმ ადამიანებს, რომლებიც მუზეუმებში ფოტოებს იღებდნენ, თავად ექსპონატები ნაკლებად ახსოვდათ, ვიდრე მათ, რომლებიც ფოტოებს არ იღებდნენ.