ლატარეაში 110 მილიონი მოიგო

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბრიტანეთის ერთ-ერთმა მცხოვრებმა EuroMillions-ის ლატარეაში 109.9 მილიონი გირვანქა სტერლინგი მოიგო. იღბლიანი გამარჯვებულის ვინაობა ჯერჯერობით არ გამჟღავნებულა, თუმცა ცნობილია, რომ მან გათამაშების 5 ძირითადი და 2 დამატებითი რიცხვი გამოიცნო. თავად ბილეთის ღირებულება კი 2.5 ევროა. ლატარეის გამარჯვებულს შეუძლია, მოგებული თანხა ნახევარი წლის განმავლობაში, ნაწილ-ნაწილ გამოიტანოს. EuroMillions-ი საფრანგეთში, ესპანეთში, დიდ ბრიტანეთში, ლუქსემბურგში, ბელგიაში, შვეიცარიაში, პორტუგალიაში, ირლანდიასა და ავსტრიაში თამაშდება.