სასტუმრო აქლემებსაც გაუხსნეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საუდის არაბეთში აქლემებისთვის სასტუმრო გახსნეს, რომელიც პირველია მსოფლიოში. აქ 50 ადამიანზე მეტი ემსახურება Rest Assured-ის 120 ნომერს. მფლობელებს შეუძლიათ, საკუთარი „უდაბნოს ხომალდები“ მეთვალყურეობის ქვეშ დატოვონ. სასტუმროს პერსონალი უვლის აქლემებს, ალაგებს ნომრებს და იცავს ცხოველებს. ხუთვარსკვლავიანი ოტელის მომსახურებაში შედის საკვები აქლემებისთვის და თბილი რძე. ერთი დღე-ღამის მომსახურება ოტელში, დაახლოებით, 400 რიალი (200 დოლარი) ჯდება.