შეღებილი მამაკაცების ტელეეთერში ჩვენება აკრძალეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამ აკრძალვას ჩინეთში იმით ხსნიან, რომ არტისტები, რომლებიც მაკიაჟს მიმართავენ, მამაკაცების ტრადიციულ წარმოდგენებს ამსხვრევენ. ახლა ტელევიზიით აღარ აჩვენებენ პიროვნებებს, რომლებიც „აზოგადოებრივი წესრიგისა და მორალის“ უგულებელყოფაში არიან შემჩნეულნი. ქვეყნის ხელისუფლებამ დაავალდებულა ტელეარხები, სილამაზის სტანდარტები დაადგინონ, რომელიც შესაბამისობაში იქნება ჩინეთის მორალურ ღირებულებებთან, აქცენტი უნდა გააკეთონ სოციალისტურ და ტრადიციულ ჩინურ კულტურაზე და არა გასართობ კონტენტსა და ფუფუნების დემონსტრაციაზე. გარდა ამისა, ტელევიზიებს თანამშრომლებისთვის მაღალი ხელფასების გადახდა აუკრძალეს.