ვაკანსია „ადამიანი-კატის“ თანამდებობაზე

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავსტრალიის ქალაქ ბლარატის მცხოვრებმა, ქალბატონმა სოფიმ ინტერნეტში ვაკანსია განათავსა, რომლის დაკავების მსურველმაც მისი კატის როლი უნდა მოირგოს. მიზეზი ის არის, რომ სოფის ნამდვილი ცხოველის მოვლის დრო არ აქვს. ამ „თანამდებობის“ დაკავების მსურველმა კატის საკმაოდ რეალისტური კოსტიუმი უნდა ატაროს, უნდა გადაადგილდეს ოთხზე და ჩუმად იკნავლოს, რაც მის დამქირავებელს დაძინებაში დაეხმარება. ვაკანსიის შენიშვნაში აღნიშნულია, რომ თუ ამ ბოლო პირობას „კატა“ ვერ დააკმაყოფილებს, მისი ხელფასი, საათში 60 დოლარიდან - 30-45 დოლარამდე შემცირდება. რაც შეეხება საყვარელი „ოთხფეხა მეგობრის“ კვებას, ეს ახირებული ავსტრალიელი აღნიშნავს, რომ მზადაა, „კატა“ შესაბამისი კვებით უზრუნველჰყოს - ჯამით რძე დაუდგას და ორაგულიც მიართვას. თუმცა, ტრაპეზობასა და ტუალეტში სიარულს მხოლოდ მაშინ შეძლებს, როცა სოფი დაიძინებს.