ბავშვს სქესის შეცვლის ნება მისცეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ხუთი წლის ბრიტანელი ბავშვი ქვეყნის ყველაზე ახალგაზრდა მცხოვრებია, რომელსაც მედიკოსებმა „გენდერული იდენტურობის აშლილობის“ დიაგნოზი დაუსვეს. ზაკ ეივერის დედის თქმით, ის ჩვეულებრივი ბავშვი იყო და ძმასთან ერთად მანქანებით თამაშობდა, მაგრამ რაღაც მომენტში, პრინცესებიანმა მულტფილმებმა გაიტაცა, რის შემდეგაც, მისი მსოფლმხედველობა მკვეთრად შეიცვალა. სამი წლის ასაკში, ზაკმა დედას განუცხადა, მე გოგო ვარო. თავიდან მშობლებმა იფიქრეს, რომ ეს თამაში იყო და ყურადღება არ მიაქციეს, მაგრამ ბიჭი მოითხოვდა, ის გოგოსავით გამოეწყოთ. როდესაც ბიჭუნა ფსიქოლოგთან მიიყვანეს, ერთგვარი ვერდიქტიც მოისმინეს: „თქვენს ბიჭს გოგოს ტვინი აქვს, ხოლო სხეული - ბიჭის“. როდის აისრულებს ზაკი ოცნებას და როდის გადაიქცევა გოგონად, ჯერჯერობით, არავინ იცის.