„ჭკვიანი“ ქოლგა ამინდის პროგნოზით

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

Oombrella („უმბრელა“) პირველი „ჭკვიანი“ ქოლგაა, რომელიც თქვენს ტელეფონს უკავშირდება და მოსალოდნელი წვიმის შესახებ გაფრთხილებთ, ვიდრე სახლიდან გახვალთ. ქოლგის სახელურში ჩამონტაჟებული პატარა მოწყობილობა მას პორტატულ მეტეოროლოგიურ ცენტრად გარდაქმნის, რომელიც ჰაერში ზომავს ტემპერატურას, ტენიანობას, წნევასა და სინათლეს, აანალიზებს ამ მონაცემებს და გაწვდით ამინდის ზუსტ პროგნოზს. მას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი აქვს - ტელეფონის აპლიკაციის საშუალებით, ის დაუყოვნებლივ გატყობინებთ, თუ სადმე გრჩებათ და ამით „ჯადოსნური“ აქსესუარის დაკარგვისგან გიხსნით. როგორც „ჭკვიანი“ ქოლგის ავტორები ამბობენ, მის თავზე კამერის, ან სმარტფონის  დამაგრებაც შეიძლება და ხშირად, მისი პატრონები სელფის ჯოხის მაგივრადაც იყენებენ.