კლიენტებმა ოფიციანტს მანქანა უყიდეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ტეხასში, ქალაქ გალვესტონის ერთ-ერთი კაფეს კლიენტებმა, ოფიციანტს ავტომობილი აჩუქეს, რადან ის ყოველდღიურად, ხუთ საათს ანდომებდა სამხსაურში მისვლას და შინ დაბრუნებას. ადრიანა ედვარდსი ფეხით თითქმის 23 კილომეტრს გადიოდა კაფეში მისასვლელად და საღამოსაც ამდენივეს - შინ დასაბრუნებლად. ადრიანა ფულს აგროვებდა მანქანის საყიდლად, მაგრამ სხვა ყოველდღიური და კომუნალური ხარჯების გამო, მის შეძენას ვერ ახერხებდა. რამდენიმე დღის წინ, დილით, ის ერთ წყვილს მოემსახურა, რომელთაც შემთხვევით შეიტყვეს ოფიციანტის სამსახურამდე მისასვლელი გრძელი გზის ამბავი, მათ საუზმე დაასრულეს და წავიდნენ, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ, უკან დაბრუნდნენ და ედვარდსს სიურპრიზი გაუკეთეს - მას 2011 წლის გამოშვების „ნისანი“ აჩუქეს, რომელიც მაღაზიაში იყო შეძენილი. გოგონას ეს ყველაფერი ჯერ გათამაშება ეგონა, მაგრამ კაფეს კლიენტების სერიოზულობამ დაარწმუნა საჩუქრის რეალობაში. ახლა ოფიციანტს სამსახურში მისასვლელად მხოლოდ ნახევარი საათი სჭირდება. გულუხვმა წყვილმა ანონიმურობა არჩია და არც სამაგიეროდ რაიმეს აღება მოისურვა. მათ გოგონას სთხოვეს, კეთილი საქმე სხვისთვის გააკეთოს.