გამაახალგაზრდავებელი ჯინი შექმნეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები გვირჩვენ, თავი შორს დავიჭიროთ ალკოჰოლისგან, თუ გვსურს, რომ კარგი კანი გვქონდეს. თუმცა, ბრიტანული კომპანია Bompas & Parr, რომელიც ჟელატინის შთამბეჭდავ დესერტებს ამზადებს, საწინააღმდეგოსკენ გვიბიძგებს. მათ შექმნეს ჯინი, რომელიც კანს ეხმარება, უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს. ეს ალკოჰოლური სასმელი, რომელსაც Anti-aGin უწოდეს, კოლაგენსაც შეიცავს, რომელიც ნაოჭებს ებრძვის. როგორც ცნობილია, ამ გამაახალგაზრდავებელი ჯინის ერთი ბოთლი, ნებისმიერ მსურველს 50 დოლარი დაუჯდება, თუმცა სპეციალისტები გვირჩევენ, ნაკლებძვირიან პროდუქტებს მივანიჭოთ უპირატესობა, რომლებიც კოლაგენის დაშლის წინაღმდეგ მოქმედ ანტიოქსიდანტებს შეიცავენ - ძვლების ბულიონს, ორაგულს, კომბოსტოსა და ისპანახს.