კბილების დაკარგვა გულის დაავადებებს იწვევს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კბილების დაკარგვა, რაც კბილის ქსოვილის დაშლითაა გამოწვეული, ხელს უწყობს გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას, თანაც ის უფრო ძლიერი ფაქტორია, ვიდრე სიმსუქნე, ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება, ხანდაზმულობა ან დიაბეტი. სწავლულებმა 40-დან 79 წლამდე, 317 ათასამდე ამერიკელის დაავადებების ისტორია გააანალიზეს და დაადგინეს, რომ პაციენტთა 28%-ს, რომელთაც გულსისხლძარღვთა დაავადებები ჰქონდათ, პაროდონტიტის გამო, ადრე ერთი ან რამდენიმე კბილი დაკარგეს. მკვლევართა მოსაზრებით, პირის ღრუში ანთებით პროცესებსა და გულის დაავადებებს შორის კავშირის დადგენა ხელს შეუწყობს ჰიპერტონიის, სტენოკარდიის, ინსულტისა და სხვა ისეთი დაავადებების ადრეულ დიაგნოსტიკასა და პროფილაქტიკას, რაც სიკვდილის მიზეზი ხდება.