ჯაკუზი გლინტვეინით

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბრიტანული სასტუმრო Shrigley Hall, საახალწლო დღესასწაულების წინ, კლიენტებს ახალ სერვისს სთავაზობს, კერძოდ, ზამთრის ყველაზე პოპუარული სასმელით - სპა-პროცედურა „მსოფლიოში პირველი“ გლინტვეინის ჯაკუზით. ჰიდრომასაჟის აბაზანაში 1000 ლიტრამდე (560 ბოთლზე მეტი) ღვინოს ასხამენ, რომელიც ისე გადამუშავდება, რომ PH -ის ნეიტრალური დონე უზრუნველყოს. სასმელი კომფორტულ, 37 გრადუსამდე ცხელდება, რის წყალობითაც ფორები იხსნება და სხეულიდან ტოქსინები გამოიდევნება, კანი კი გლინტვეინში არსებულ სასარგებლო ნაერთებს შტანთქავს. სპეციალისტების თქმით, წითელ ღვინოში არსებული ტანინები ანტიბაქტერიული თვისებებით გამოირჩევა, ებრძვის ვირუსებს და სოკოს, აუმჯობესებს გულის მუშაობას და სისხლის მიმოქცევას. ასეთი სადღესასწაულო სპა-პროცედურის ფასი, ჭიქა გლინტვეინთან ერთად, 60 გირვანქა სტერლინგიდან იწყება.