დედის რძეს კოსმეტიკაში იყენებენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ერთ-ერთი ამერიკული სპა-ცენტრი საკუთარ კლიენტებს უჩვეულო პროცედურას სთავაზობს - სახის ნიღაბს დედის რძისგან. სპეციალისტების თქმით, ასეთი რძე, უბრალოდ, სასწაულებს ახდენს. ცნობილია, რომ დედის რძე ბავშვის იმუნიტეტს ამაღლებს, იცავს მას ინფექციებისგან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებისგან, ასთმისგან, აქვს ანტიბაქტერიული და ანტისეპტიკური თვისებები. კოსმეტოლოგებიც დარწმუნებულნი არიან, რომ დედის რძე უფროსებისთვისაც სასარგებლოა. როგორც სპა-ცენტრის დამფუძნებელი აცხადებს, ბევრი დედა იყენებს საკუთარ რძეს კოსმეტიკური პრობლემების მოსაგვარებლად, რადგან ის ნამდვილი აღმოჩენაა პრობლემური კანისთვის. რძეში ცხიმებისა და საკვები ელემენტების მაღალი კონცენტრაციაა. სპა-ცენტრი ამ მეტად სასარგებლო „ნივთიერებას“ იმ მეძუძური დედებისგან ყიდულობს, რომლებმაც სამედიცინო შემოწმება გაიარეს და რეგისტრირებულნი არიან „დედის რძის ბანკში“. ამჟამად, „პრეპარატს“ აკნეს, ეგზემას, დამწვრობის შედეგების აღმოსაფხვრელად, ასევე, სახის გასაწმენდად იყენებენ.