სპეცრეისები ინტიმური ურთიერთობებისთვის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკულმა კომპანიამ Love Cloud (სიყვარულის ღრუბელი), ავიარეისების შესრულება დაიწყო მათთვის, რომლებსაც ფრენის დროს, სექსით დაკავება სურთ. New York Post-ის ინფორმაციით, ორძრავიანი თვითმფრინავი 45-დან 90 წუთამდე ხანგრძლივობის რეისებს ასრულებს. ბორტზე არის ორადგილიანი ლეიბი - ატლასის თეთრეულითა და ბალიშებით. პილოტის ადგილი მგზავრებისთვის განკუთვნილი სივრცისგან ფარდითაა გამოყოფილი, თუმცა მფრინავს ხმაურის დამხშობი ყურსასმენები უკეთია, რათა კლიენტებმა სრულად შეძლონ მოდუნება. 45-წუთიანი ფრენის ღირებულება 995 დოლარია. აღსანიშნავია, რომ კომპანია, რომანტიკული ფრენების სერვისს, მსურველებს უკვე 7 წელია სთავაზობს, თუმცა აქამდე, ჰაერში მხოლოდ პაემნებისა და ხელის თხოვნის ცერემონიების მოწყობა შეიძლებოდა, სექსი კი აკრძალული იყო.