კულტურული განათლებისთვის ფულად ჯილდოს მიიღებენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ესპანელი მოზარდები, რომლებსაც მომავალ წელს 18 წელი შეუსრულდებათ, კულტურული განათლებისთვის, 400 ევროს მიიღებენ. ამ თანხას ისინი წიგნებზე, კონცერტებზე, კინოსა და თეატრის ბილეთებზე დახარჯავენ. ქვეყნის ხელისუფლებას ერთდროულად ორი კურდღლის დაჭერა სურს - აამაღლოს ახალგაზრდების კულტურული დონე და დაეხმაროს ინდუსტრიას, რომელსაც პანდემიის გამო, სერიოზული ფინანსური ზარალი მიადგა.

ამ პროექტისთვის, დაახლოებით, 200 მილიონი ევროს გამოყოფას აპირებენ, თანხას კი 500 ათასამდე ახალგაზრდა ესპანელი მიიღებს. ცნობილია, რომ „კულტურულ ბილეთს“ ვერ გამოიყენებენ კორიდაზე და ვერც სტრიმინგულ პლატფორმებზე, როგორიც, მაგალითად, Netflix-ია, თუმცა ვიდეოთამაშების შეძენას შეძლებენ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები უკვე მოქმედებს იტალიასა და საფრანგეთში, სადაც ახალგაზრდებს 500 ევროს (იტალია) და 300 ევროს (საფრანგეთი) უხდიან.