მალარიის პირველი ვაქცინა მზადაა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) ფართო მოხმარებისთვის, მალარიის პირველი ვაქცინა მოიწონა, რომელსაც აფრიკის ქვეყნებში გამოიყენებენ. „სინამდვილეში, ეს მართლაც ისტორიული მომენტია - დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, შეიქმნა ვაქცინა ბავშვებისთვის, მალარიის წინააღმდეგ. მისი გამოყენების შედეგად, ყოველწლიურად, ათობით ათასი სიცოცხლე გადარჩება“, - განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა, გებრეისუსმა.

აღსანიშნავია, რომ ამ ვაქცინაზე მუშაობა თითქმის 30 წელიწადს გრძელდებოდა. აფრიკის ქვეყნებში მალარია ბავშვთა სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზია - ყოველწლიურად, ამ ვირუსისგან 250 ათასი, 5 წლამდე ასაკის ბავშვი იღუპება. პრეპარატის გამოყენებაზე თანხმობა ჯანმო-მ მისი ორწლიანი საცდელი ვაქცინაციის შემდეგ გასცა. ვაქცინით განის, კენიისა და მალავის ბავშვთა პოლიკლინიკებში აცრეს პატარები.