რა სიახლეს გვთავაზობს Apple

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

IPhone-ს მწარმოებელი კომპანია Apple გეგმავს, შექმნას ტექნოლოგია, რომელიც მომხმარებლებში დეპრესიასა და ფსიქოლოგიურ პრობლემებს აღმოაჩენს. კომპანია ამ საკითხზე კალიფორნიის უნივერსიტეტთან და ფარმაცევტულ ფირმასთან - Biogen თანამშრომლობს. ახალი პროექტის კვლევის ფარგლებში, რომელიც შარშან დაიწყო, კომპანიის სპეციალისტებმა, IPhone-სა და Apple Watch-ის დახმარებით, 150 მოხალისის შესახებ შეაგროვეს მონაცემები. წლის ბოლომდე, კვლევაში კიდევ 3000 ადამიანის ჩართვა იგეგმება.