ზარმაცი ადამიანებისთვის სპეციალური კონტეინერები შექმნეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სპეციალურად ისეთი ადამიანებისთვის, რომლებსაც ჭურჭლის გარეცხვა არ უყვართ და არც ერთჯერად ჭურჭელს აღიარებენ, ბელგიელმა დიზაინერებმა საკვებად ვარგისი კონტეინერების სერია შეიმუშავეს, სახელწოდებით - Do Eat. კონტეინერები 50%-ით კარტოფილის ნაფცქვენისგან შედგება, ნახევარს კი წყალი და ზეთი შეადგენს. შედეგად, საკმაოდ მტკიცე მასალა გამოდის, რომელიც საკვების შესანახადაც კარგია და ამავდროულად, ორგანიზმიც ადვილად ინელებს. ამ ჭურჭლის კიდევ ერთი პლუსი ის არის, რომ 100%-ით ეკოლოგიურია და ნეიტრალური გემო აქვს. ავტორები აღნიშნავენ, რომ კონტეინერები კერძების ჰაერღუმელში მომზადებისთვისაც გამოდგება. სიახლე სხვადასხვანაირი ფორმებით წარადგინეს, ერთი შეფუთვა, რომელშიც 25 ცალი კონტეინერია, მსურველს 14 დოლარი დაუჯდება.