ვინი-პუჰის ქოხი ქირავდება

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სასექსის ტყეში, ეს სახლი კომპანია Disney-მ, საყვარელი პერსონაჟის 95 წლის იუბილესთან დაკავშირებით ააშენა. დათუნია პუჰის საცხოვრებლის ქირაობა, მსურველს, დღე-ღამეში 130 დოლარად შეეძლება. თუმცა ამის შესაძლებლობა, ჯერჯერობით, მხოლოდ ორი დღით ექნება. ეს პატარა სახლი ერნესტ შეპადრის ილუსტრაციების მიხედვით მოეწყო, რომელმაც პირველმა დახატა ვინი-პუჰი. ამ პატარა ოტელში, ერთდროულად ოთხი სტუმარი განთავსდება. სახლი მთლიანად არის აღჭურვილი ოჯახური დასვენებისთვის. სტუმრებს კერძების დაგემოვნებაც შეეძლებათ, რომლებსაც ადგილობრივი პროდუქტებით ამზადებენ.